საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. როგორც sportall.ge წერს, ამის შესახებ ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ამხანაგური მატჩი 2019 წლის 19 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ხორვატიაში გაიმართება.
ხორვატია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, 2018 წელს გამართულ მუნდიალის ფინალში საქართველოს მომავალი მეტოქე საფრანგეთთან 4:2 დამარცხდა. აქამდე გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ. 2011 წლის 26 მარტს ლევან კობიაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, 3 ივნისს კი მასპინძელმა, ხორვატიამ ანგარიშით 2:1 მოიგო.