გია ვოლსკი - დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებაა - არც ვუშვებ, რომ გიორგი გახარია ჩაერია ამაში

დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებაა. არც ვუშვებ, რომ გიორგი გახარია ჩაერია ამაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის განცხადებით, ის არავის ციხეში ჩასმას მხარს არ უჭერს, თუმცა მისივე თქმით, კირკიტაძემ ნამდვილად მიაყენა პოლიციელს ფიზიკური შეყრაცხყოფა.

„არავის ციხეში ჩასმას მხარს არ ვუჭერ, შინაგანი განწყობა არ მაქვს საამისო, მაგრამ არაობიექტური და უსამართლოა ყველაფერი, რასაც ამბობს „ნაციონალური მოძრაობა" და ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც თვლის, რომ დავით კირკიტაძეს ფეხი არ ჩაურტყამს პოლიციელისთვის. კირკიტაძე ხედავდა, რომ ის იყო პოლიციელი და ასრულებდა თავის მოვალეობას, საკმაოდ მშვიდობიანად იჯდა თავის ავტომობილში საჭესთან. სპეციალურად იმ მიზნით, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის, დავით კირკიტაძე აძვრა ავტობუსზე და გააკეთა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ვფიქრობ, სამართლებრივადაც გამართული გადაწყვეტილებაა, თუმცა პატიმრობის სასჯელი ადამიანის მიმართ შინაგანად არ მომწონს, მაგრამ რეალურად ეს ხომ მოხდა. ამას ვერავინ უარყოფს. პოლიტიკურადაც გახარიას ჩარევა იქ ნამდვილად არ იკვეთება და არც ვუშვებ, რომ ჩაერია ამ გადაწყვეტილებაში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა