ლევან ხაბეიშვილი - საკრებულო მერიის სპიკერად არის ქცეული

საკრებულო მერიის სპიკერად არის ქცეული და მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსის შეცვლას დეპუტატები მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ განუცხადა.

„ახალი გენერალური გეგმის მიღებამდე კალაძემ მოიფიქრა და სადაც საცხოვრებელი ზონა არ იყო, უცვლის სტატუსს და დგამს თვრამეტ 9-სართულიან კორპუსს. იქ სამრეწველო ზონაა, ქარხნები უნდა იყოს, ადამიანები უნდა დასაქმდნენ, ახლა კი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ააშენებენ ამ შენობებს. ამის სასტიკი წინააღმდეგები ვიყავით და კომისიის სხდომაზე ვითხოვდით ამ ნაწილის ამოღებას, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ საკრებულოში მერიის სპიკერებად არიან გადაქცეულები და საბოლოო ჯამში მონურ მორჩილებაში მყოფი დეპუტატები თვალდახუჭულები აუწევენ ამ ყველაფერს ხელს. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორიის გარშემოც ნელ-ნელა მივიღებთ ახალ ბეტონის ჯუნგლებს სამრეწველო დასახლების ნაცვლად", - აღნიშნა მან.

ხაბეიშვილმა გააკეთა კომენტარი იმ ფაქტზე, რომ ზონაში მშენებლობის კოეფიციენტი 4.6-დან 2.5-მდეა შემცირებული.

„საუბარი, რომ მშენებლობის ინტენსივობა შემცირებულია და ნაკლებსართულიანი შენობები აშენდება, ზღაპარია. სამრეწველო ზონაში შეიძლება ქარხანა აშენდეს და მისი სიმაღლე და სიგრძე იმაზე მეტი იყოს, ვიდრე 9-სართულიანი შენობის? აქ რომ ეს კორპუსები იქნება, იქვე რომ ადამიანი ქარხნის აშენებას მოინდომებს, ხომ წავლენ ამის წინააღმდეგ, ხომ იტყვიან, რომ ხმაურია, ვიბრაციაა და ქარხანა არ უნდა აშენდეს. უმრავლესობას უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს სამრეწველო ზონა. იქ გადის რკინიგზა, გადააქვთ ტვირთი და ა.შ. ახალ გენერალურ გეგმაშიც არის წითლად აღნიშნული კონტური, რომ ეს სამრეწველო ზონაა. თუ ეს ასე არ არის და თუ ამაზე უკეთესად აკეთებენ, მაშინ ან ძველ ან ახალ გენგეგმას საერთოდ რატომ განვიხილავთ?", -განაცხადა ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა