ოკუპირებულ ახალგორში 21 მოსწავლე იძულებით იზოლაციაშია

დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვიდან 1 თვე გავიდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ახალგორში იძულებით იზოლაციაში 21 მოსწავლეა. აღნიშნული მოზარდები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სწავლობენ და არდადეგების დროს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში იმყოფებოდნენ საკუთარ სახლებში ან პაპასთან და ბებიასთან. თუმცა ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ დაბიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სტუდენტები, პედაგოგოები და სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირები.

„21 მოზარდი ფაქტობრივად დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ისინი არდადეგების პერიოდში ჩავიდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტში და გზების ჩაკეტვის შემდეგ იძულებით აღმოჩნდნენ იზოლაციაში. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, ეს ბავშვები ოკუპირებულ დაბაში არიან, ვერც გადაადგილებას ახერხებენ და ვერც სკოლაში სიარულს. სკოლის მოსწავლეების გარდა ანალოგიურ მდგომარეობაშია რამდენიმე სტუდენტიც. მოზარდების პარალელურად პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ახალგორსა თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული პირებიც. ამჟამად 14 პედაგოგი ოკუპირებულ დაბაში შესვლას ვერ ახერხებს, შესაბამისად, გაკვეთილებიც უცდებათ. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი კი ახალგორშია ჩარჩენილი და უკვე 1 თვეა ვერ გამოდის, რომ სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულოს. კიდევ უფრო მძიმე მდგომერეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არაერთი ქრონიკული პაციენტია, ვისაც წამალი მუდმივად ესაჭიროება. უამრავი დასახელების მედიკამენტი კი ცხინვალის რეგიონში არ არის. შესაბამისად, ეს ადამიანები იძულებულები არიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაუკავშირდნენ ახლობლებს, ნაცნობებს და სთხოვონ მედიკამეტები ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს, ტაქსებს გაატანონ. შემდგომ ამ წამლებს ვლადიკავკაზიდან უგზავნიან ოკუპირებულ ცხინვალში დარჩენილებს. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ დროს მოითხოვს და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად ზრდის. მივმართავ დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც ცხინვალში გადაწყვეტილებებს იღებს, ნუ ამყოფებენ მძევლებად ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. გაითვალისწინონ, როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე ეთნიკურად ოსი ეროვნების მოსახლეობის მდგომარეობაც და მოხსნან შეზღუდვები ამ ე.წ. გამშვებ პუნქტზე“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

არაოფიციალური წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა დღეს გაეხსნათ, თუმცა ამ დრომდე გადაადგილება კვლავ პარალიზებულია.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ ახალგორში 21 მოსწავლე იძულებით იზოლაციაშია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს