ვახტანგ მახარობლიშვილმა ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მისიის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის რესპუბლიკის მიერ ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მისიის შესრულების დაწყებას. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის რესპუბლიკა აღნიშნულ მისიას 2019-2020 წლებში განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიულოცა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მისიის დაწყება და მას შემდგომი წარმატებები უსურვა.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა აღნიშნულ ქვეყნებს საქართველო-ს ნატო-ში გაწევრიანებისადმი აქტიური მხარდაჭერისათვის.

საყურადღებოა, რომ ამავე ღონისძიებაზე საზეიმოდ აღინიშნა პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების და უნგრეთის ნატო-ში გაწევრიანებიდან 20 წლისთავი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა