თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა.როგორც აბაზოვმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხსნა მერის უფლებამოსილება.

"მივიჩნევ, რომ სასამართლოს მიერ ჩემს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულის სტატუსის მქონე პირი არ უნდა ასრულებდეს საჯარო მოხელის უფლებამოსილებას. სწორედ აღნიშნული გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოვიხსენი უფლებამოსილება. აქვე განვმარტავ, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად", - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად. სასამართლომ აბაზოვი პატიმრობიდან 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი, რომელშიც ვიდეოკამერებია განთავსებული, თბილისში დღეიდან, ეტაპობრივად შემოვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა