მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ემიგრანტების შემდეგი ყრილობა 3 მარტს იტალიაში გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ემიგრანტების შემდეგი ყრილობა 3 მარტს იტალიაში გაიმართება. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ სოციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ლიეჟში ბიძინა ივანიშვილმა მას და ემიგრანტებს „გორილები და მოჭიდავეები, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები დაახვედრა“.

„3 მარტს იტალიაში ვგეგმავთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ და ჩვენი ემიგრაციის ვარსკვლავებს ვალაპარაკებთ, მხოლოდ მე აღარ ვილაპარაკებ. ლიეჟშიც ვერ ჩაგვიშალეს ღონისძიება, უბრალოდ ხელი შეგვიშალეს ურთიერთობაში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა. რა ხალხი მოიყვანეს, რას ჰგავდნენ? მწვადები დაურიგეს მათ, მერე ეს მწვადები კონგრესის ულამაზეს სასახლეში დაყარეს. ქალთა საპირფარეშოში იყო ჩასაფრებული რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე და იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ჩემს პაროდისტ ქართლოსს და დააგორეს ის კიბიდან. ივანიშვილი ამბობდა, რომ გააოცებდა ევროპას და მართლაც პაპუასიზმის დონე ისვენებს აქ. ის აბსოლუტური ავადმყოფია და შეუძლებელია ჩვენ ეს კაცი არ დავამარცხოთ. ამას ივანიშვილის გორილების და მოჭიდავეების, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეების, კვიციანების და ინაშვილების, სანაგვედან ამოთხრილი ჭაობის მობინადრეების ნაირსახეობები ვერ შეუშლის ხელს. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ. 3 მარტს გელოდებით იტალიაში და იქ უკვე ნამდვილად მე მოგისმენთ თქვენ და არა პირიქით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია