ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი

ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე მონაცემებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს და დაავადების გავრცელება მცირდება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ასევე მცირდება რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და ჰიგიენის ძირითადი ნორმები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ევროპაში გრიპით ავადობის პიკი თებერვალში აღინიშნება.

„გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია, გასულ კვირას 211-ს შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, ე.წ მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა