ევროკავშირის ელჩი საქართველოში - საქართველო ევროკავშირისთვის ითვლება ძალიან კარგ და სანდო პარტნიორად

რამდენიმე კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომა არის ბრიუსელში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება. უნდა აღვნიშნო, რომ მას იქ კარგი გარემო და კარგი განწყობა დახვდება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„იცით ალბათ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ითვლება ძალიან კარგ, სანდო პარტნიორად, სადაც ევროკავშირთან თანამშრომლობა კარგი ტემპით ვითარდება. ბუნებრივია, ეს ის ფორუმი იქნება ბრიუსელში, სადაც გამოითქმება კრიტიკული შენიშვნები, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ გავაძლიეროთ სტრუქტურული რეფორმები და უფრო უკეთ გამოვიყენით ის შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს აძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, განსაკუთრებით სავაჭრო ნაწილში. რამდენად შეიძლება უფრო ეფექტურად იყოს მთელი ეს მექანიზმი გამოყენებული, რომელიც საქართველოს ვაჭრობის სფეროში აქვს ევროკავშირთან . ასევე იქნება საუბარი, ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებულ ხარვეზებზე, რომელიც ყველა ანგარიშშია მითითებული. ეს ალბათ იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ 2020 წლისთვის არჩევნები უკეთესად მომზადდეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩმა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების ანგარიშზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება დღევანდელ ანგარიშს, ბუნებრივია ველი, რომ იქნება სამოქალაქო საზოგადოებიდან კრიტიკული შენიშვნები და ეს ბუნებრივიც არის, განსაკუთრებით გარემოს დაცვით სფეროში. იმედი მაქვს , რომ ამ კრიტიკული შენიშვნების საფუძველზე უფრო დაჩქარებულად მოხდება გარემოდაცვითი საკითხების სფეროში საკითხების დაძვრა. მიხარია, რომ ასეთი შენიშვნების და ანალიზის შედეგად სამოქალაქო საზოგადოებას სწორედ აქვს მოსაზრებები, რომელიც კიდევ უფრო ხელსაყრელია იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ევროკავშირი ღირსეულ პარტნიორთან ახორციელებს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა