ანგარიშის თანახმად, არ გაუმჯობესებულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღების და დასაბუთების პროცედურები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ არ რეგულირდება კანონით, რაც ამცირებს საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულებას, - ამის შესახებ ნათქვამია „ღია საზოგადოების ფონდის“ და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ ანგარიშში, რომელიც საქართველო - ევროკავშირის 2017 - 2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არ გაუმჯობესებულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღების, დასაბუთებისა და გამოქვეყნების პროცედურები.

ანგარიშში ძალოვანი უწყებების მიერ გატარებული რეფორმებიც არის შეფასებული და დოკუმენტის ავტორები ფიქრობენ, რომ ყველა სფეროსთვის დამახასიათებელია რეფორმების მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რაც პრაქტიკაში ვერ სრულდება.

„ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ აქტივობები, რომლებიც იყო დაგეგმილი, ნაწილობრივ შესრულდა. ის ძირითადი რეფორმები, რომლებიც იყო დაგეგმილი მართლმსაჯულების სფეროში, სამწუხაროდ მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და რეალური ცვლილებები არ გამოუწვევია. ეს ეხება, როგორც სასამართლოში დაგეგმილ რეფორმებს, ასევე პროკურატურის რეფორმას, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი შეფასებით არ განხორციელებულა, ის მხოლოდ ფორმალურად შეესაბამებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს. ახალმა კანონმა პროკურატურის შესახებ რეალობა ვერ შეცვალა. ის ვერ გახდა პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელი, რისი მოლოდინიც არსებობდა, მათ შორის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, არ ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომლის შესახებაც პარლამენტმა კანონი ჯერ კიდევ გასული წლის 20 ივლისს მიიღო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელსაც უნდა შეესწავლა და გამოეძიებინა სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, რაც ეხებოდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, სამწუხაროდ ეს რეფორმაც ჩვენი აზრით არ განხორციელებულა. თვითონ ის მოდელი, რომელიც სახელმწიფომ აირჩია, არ იძლეოდა იმის გარანტიებს, რომ ეს იქნებოდა დამოუკიდებელი და ნეიტრალური, თუმცა ის რაც გაითვალისწინა სახელმწიფომ, არც ეს აღსრულებულა. დაგეგმილი იყო კანონის ძალაში შესვლა იანვრიდან, თუმცა როგორც გახსოვთ, დეკემბერში პარლამენტმა გადაავადა, ექვსი თვით გაახანგრძლივა ამ რეფორმის ამოქმედება“, - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიში საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება. მონიტორინგი და ანალიზი არასამთავრობოთა არაფორმალურმა კოალიციამ "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით განახორციელა.

ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა