„ბიბლუსის“ პირველ ტურისტულ მაღაზია „ჯორჯიანში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

16-17 თებერვალს, „ბიბლუსის“ მიერ გახსნილ პირველ ტურისტულ მაღაზია „ჯორჯიანში“ ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ქართული ფოლკლორის, ღვინის და ჩაის დეგუსტაციით ჩაივლის. მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა კი –30%–მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

„აღმაშენებლის 55–ში წარმოდგენილია მხოლოდ ქართული ნაწარმი. ქართული ღვინის მრჩევლის Allwine–ის უნიკალური ღვინო, თაფლი, ჩაი, ქართული სუვენირები და სხვადასხვა აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვა არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვისაა გათვლილი, რომელსაც ქართული პროდუქტიც შეძენა სურს.

შეგახსენებთ, რომ მაღაზია „ჯორჯიანი“ მისი არსით გამორჩეულია – აქ მხოლოდ ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი. მაღაზიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ ქართველი მეწარმეების წახალისებაა, რომლებიც ქართულ პროდუქციას აწარმოებენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი მათი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა