საოკუპაციო რეჟიმი, სოფელ დიცის მიმდებარედ აღმოჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქებას გეგმავს

საოკუპაციო რეჟიმი, სოფელ დიცის მიმდებარედ აღმოჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს.

სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ მოსახლეობაში არსებული ინფორმაცია დაადასტურეს.

„ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ იგეგმება აღმოჩენილი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფის მიზნით მისი განადგურება“, - აღნიშნეს სუს-ში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა