კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ისნის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ფარული დაზიანების საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოებს ახორციელებენ.

„აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა, რის გამოც დღეს, 13:00 საათიდან 14 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

თოდრიას, ბეჟანიშვილის, ლოტკინის მთის, ხუდადოვის და მიმდებარე ქუჩებს;

ჩუღურეთის რაიონში:

9 ძმის, ნორიოს და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში:

ივერთუბნის, ნიაბის, იორის და მიმდებარე ქუჩებს; ვაზისუბნის I-III მ/რ-ებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა