მიხეილ ყაველაშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განმარტება გააკეთა

მიხეილ ყაველაშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განმარტება გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა 14 თებერვლის კომიტეტის სხდომის განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და მედიის ზოგიერთ საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქდა 14 თებერვალს დაგეგმილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ანონსი, რომ თითქოს ხვალ კომიტეტის სხდომაზე ვგეგმავთ სპორტული არბიტრაჟის პრეზენტაციას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა განვმარტო, რომ 14 თებერვალს დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე მოხდება კვლევის – "კარგი მმართველობის სტანდარტები ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში", შედეგების პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის" მიერ ევროპის საბჭოს, "დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტისა" და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა