ოკუპანტების მიერ განმუხურიდან გატაცებულების ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან

რუსი ოკუპანტების მიერ განმუხურიდან გატაცებული ემირ გოგოხიას და ზემირ მიქავას ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი ე.წ. საზღვართან ახლოს იმყოფებოდნენ, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან.

„ცხენების გადმოსაყვანად იყვნენ წასული. ე.წ. მესაზღვრეები აქეთ გადმოვიდნენ და დააკავეს ისინი. ვითხოვ ჩემი მეუღლე გამოუშვან, ავადმყოფი კაცია და არ მინდა იქ მოკვდეს", - ამბობს ერთ-ერთის მეუღლე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ორივე მათგანი დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით.

მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს