თბილისის ცენტრალურ გამზირებზე მწვანე საფარის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ.

მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კერძო მესაკუთრეებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ კერძო ტერიტორიებზე დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოები მათი თანამონაწილეობით ჩატარდება.

მისივე თქმით, ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება.

„გაფორმდა მემორანდუმი იმ კერძო მესაკუთრეებთან, რომელთა საკუთრებაში არსებული ტერიტორიები ცენტრალურ გამზირებზე მდებარეობს და სადაც ხეების დაავადებების გავრცელების ყველაზე დიდი კერები გვაქვს. გამხმარია ყველა ფიჭვი. მათ გამოთქვეს თანხმობა, მონაწილეობა მიიღონ ცენტრალურ გამზირებზე დაავადებული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესში. ის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ მიმდინარე წელს ვატარებთ, აუცილებელია, რათა დაავადებების გავრცელების მასშტაბი არ მოედოს მთელ თბილისს და ეკოლოგიური კატასტროფა არ მივიღოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, დაავადებული და გამხმარი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების, მათ ნაცვლად ახალი ნერგების დარგვისა და დაავადების გავრცელების პრევენციის გზით, თბილისში არსებული მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

შეხვედრას, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა