განმუხურიდან ოკუპანტების მიერ გატაცებულების ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მივიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულების ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მივიდა. როგორც გუბერნატორმა ოჯახის წევრებს განუცხადა, დაკავებულების დროულად გათავისუფლების საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაკავებულები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, რუსული მხარე ამბობს, რომ ისინი მავთულხლართებს იქით 40 მეტრში იმყოფებოდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს პრობლემა დროულად მოგვარდეს", - ამბობს ალექსანდრე მოწერელია.

დაკავებულების ოჯახის წევრები გატაცებულების გამოშვებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ემირ გოგოხია და ზემირ მიქავა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა