სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამა მუნიციპალიტეტებიდან შემოსული მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავდა. პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელების შედეგად გატარდება პრევენციული ღონისძიებები სტიქიის თავიდან ასაცილებლად ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად.

სტიქიის პრევენცია მოიცავს და გულისხმობს ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: რისკის შემცველ გზებსა და მდინარეებზე პრევენციული ღონისძიებებისთვის პროექტირება და მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, მეწყრების და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში უკვე გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები. პროგრამის მაქსიმალური მოცულობა 20 000 000 ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა