გიორგი ქობულია - შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის

ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც სანავსადგურო ინფრასტრუქტურის გაფართოების პროგრამის გადახედვა/ფინალიზაციაზე (ანაკლია, ფოთი და ბათუმი), ასევე ხაზი გაუსვა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების სტრატეგიას და ამ მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას.

“საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა ნაწილობრივ დამოკიდებულია სწორედ შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე. საქართველოს ნავსადგურებიდან შავი ზღვის სხვადასხვა ნავსადგურებში პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებასთან და სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ერთის მხრივ, მიმდინარეობს მუშაობა საკონსულტაციო კომპანიებთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების კვლევის მომზადების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობს უშუალო მუშაობა კომპანიებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების მიმართულებით და შესაძლებელია მათი დაინტერესება შავ ზღვაზე დამატებითი სატრანსპორტო ხაზების დაწყების მიზნით.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მსხვილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელტა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 2“- ის ექსპლუატაციაში გაშვებაზე, ასევე 50 მგვტ ქარისა და 5 მგვტ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყებაზე, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

“აღნიშნული ენერგეტიკული პროექტები უკვე 2019 წელს მოგვცემს მნიშვნელოვან მომატებას ჩვენი გენერაციის და შეიტანს საგრძნობ წვლილს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა