სერგი კაპანაძე - საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ სამშენებლო კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ

საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ სამშენებლო კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას მოუსმინეს.

სერგი კაპანაძემ მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა ამ საკითხის შესახებ იფორმირებული. „თქვენ აქ საუბრობდით იმაზე, 19 რიცხვში რა გეგმები გაქვთ და მინდა, ორ სფეროს შევეხო. თქვენ ისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია, უმუშევრობის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა და ერთ-ერთი დიდი სფერო, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები, არის მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სფერო. ეს იცით და იცით, რომ 2017 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 122 000 ადამიანია დასაქმებული. თუ ხართ საქმის კურსში, ბოლო პერიოდში ამ სფეროში დასაქმებულებს მთავარი გამოწვევა რა აქვთ?

რამდენიმე კომპანიის განცხადება იყო, მათ შორის მენაშენეთა ასოციაციის, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო, არის ის, რომ გაყიდვები შეუმცირდათ. ერთი კომპანია ამბობს, რომ გაყიდვები 25%-ით შეუმცირდათ, მეორე ამბობს, რომ 50%-ით, საშუალოდ კი 30-35%-ით. ეს გაყიდვები რატომ შეუმცირდათ, ეს მაინც თუ იცით?

ამბობენ, გაყიდვები იმიტომ შეუმცირდათ, რომ თქვენმა მთავრობამ რომ რეგულაციები შემოიღეთ, ამან ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობისთვის ბინების შეძენა ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა. იპოთეკურ სესხებს ვეღარ იღებენ და ამ ბაზარზე წვდომა ზოგადად, შეუმცირდათ. ამ პრობლემის შესახებ თუ გსმენიათ?“, - მიმართა სერგი კაპანაძემ გიორგი ქობულიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა