გიორგი ქობულია  - ჩვენი სამუშაო კერძო სექტორის ხელშეწყობაა

ყველა ჩემი კოლეგა თანამშრომელი სისტემატურ ურთიერთობაში იმყოფება კერძო სექტორთან და პირადად ჩემი სამუშაო დროის დიდ ნაწილს ვატარებ იმაში, რომ ვხვდები კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა მათი განცდა და მოლოდინი შევაფასო და მაქსიმალურად ხელი შევუწყო. ჩვენი სამუშაო არის კერძო სექტორის ხელშეწყობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტს 2019 წელს სამინისტროს სამოქმედო გეგმა და ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები წარუდგინა. გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სისტემატურად სწავლობს და აანალიზებს საინვესტიციო საზოგადოების გაწყობებს და თანამშრომლობს კერძო სექტორთან მათი წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა