ქეთევან ციხელაშვილის უწყებაში იმედოვნებენ, რომ ოკუპირებულ ახალგორში ჩარჩენილი 21 მოზარდი და რამდენიმე სტუდენტი გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებს

ოკუპირებულ ახალგორში 21 მოზარდი და რამდენიმე სტუდენტი კვლავ იძულებით იზოლაციაში რჩება. ზამთრის არდადეგებზე ნათესავებთან ჩასული ბავშვები ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ოკუპირებული დაბიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, იმედოვნებენ, რომ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტის იქით მყოფი მოზარდები შეუზღუდავად გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

,,არაფრით არაა გამართლებული ადამიანების ჩაკეტვა და სრული იზოლირება. ძალიან რთულია, როცა ადამიანებს უზღუდავენ გადაადგილებას, მით უფრო, როცა გამყოფი ხაზის იქით იმყოფებიან ბავშვებიც და გადაადგილების თავისუფლება მათაც შეზღუდული აქვთ. ახალგორში მყოფი 21 მოზარდიდან 5 პირველკლასელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ,,ცხელი ხაზი", პროცესში ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორები და ვიმედოვნებთ, რომ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტის იქით მყოფი მოზარდები უახლოეს მომავალში შეძლებენ შეუზღუდავად გადაადგილებას. თუმცა, აღნიშნულის გარდა, პრიორიტეტად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებები. მთავარი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ მოიხსნას შეზღუდვები, დაცული იყოს ადამიანების უფლებები და გადაადგილების თავისუფლება პრობლემას არ წარმოადგენდეს", - განაცხადეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა