გიორგი ქობულია - მოვისმინე პოზიტიური კომენტარებიც, კრიტიკაც - ყველა კომენტარს გავითვალისწინებ

მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა კომიტეტს, მადლობა პარლამენტარებს, ვინც მობრძანდა და მომისმინა დღეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს 2019 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაითვალისწინებს ყველა იმ მოსაზრებასა და კითხვას, რაც დღეს დეპუტატებმა კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს.

„მე მგონი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა კომიტეტს, მადლობა პარლამენტარებს, ვინც მობრძანდა და მომისმინა დღეს. მოვისმინე პოზიტიური კომენტარებიც, მოვისმინე კრიტიკაც. მე ყველა კომენტარს გავითვალისწინებ. ჩემთან ერთად იყო ჩემი გუნდი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მათაც მიიღეს ამ დებატებში მონაწილეობა. მე მგონი ეს ყველასთვის სასარგებლო იყო, მათ შორის პარლამენტისთვისაც. როგორც მე გავიგე, პირველი შემთხვევაა, როდესაც მინისტრი მოდის პარლამენტში და ასეთი კონკრეტული გეგმა მოაქვს. ჩვენ მოვიტანეთ 2019 წლის გეგმა, ყველა ინიციატივა სექტორების მიხედვით იყო გაწერილი. რა თქმა უნდა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს გეგმა იქნება იმის საფუძველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ მოვიდეთ და ჩავაბაროთ ანგარიში პარლამენტსა და ხალხს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა