გიორგი ბარამიძე - ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, სამწუხაროდ, ხელისუფლებაზე სასამართლოს დამოკიდებულება ვერ მოვხსენით და ეს ცოდვა ნამდვილად უნდა ვაღიაროთ

„ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, სასამართლო იყო კორუმპირებული და ხელისუფლებაზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, დამოკიდებულება ვერ მოვხსენით და ეს ცოდვა ნამდვილად უნდა ვაღიაროთ ყოველთვის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ეს მიდგომა არ არის სწორი, კეთილშობილური მიზნების მიუხედავად.

„ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, სასამართლო იყო კორუმპირებული და დამოკიდებული ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ, დამოკიდებულება ვერ მოვხსენით და ეს ცოდვა ნამდვილად უნდა ვაღიაროთ ყოველთვის. სასამართლო იყო პოლიტიკურად დამორჩილებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მისი პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. გაირკვა, რომ ეს არ არის სწორი, რაც არ უნდა კეთილშობილი მიზნები გქონდეს. ეს ხელისუფლება მოვიდა იმით, რომ სამართლიანობა უნდა აღდგესო. როგორ დამკვიდრდება სამართლიანობა უსამართლო სასამართლოთი?! ამითი მოვიდნენ და ეს შეგნებულად არ გააკეთეს. ერთადერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ: ის კი არა, რომ ქვეყანა წინ წაიყვანონ, არამედ ხელისუფლებაში რომ დარჩნენ და თვითონ ფულები აკეთონ“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოში კორუფცია დაბრუნდა როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე სასამართლოში" - გიორგი ბარამიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა