ლადო ბედუკაძე - თავდამსხმელს წინააღმდეგობა გავუწიე და თავადაც ნაცემია - ხელები მიხატული კი არ მაქვს

იქნება ნაცემი, ხელები მიხატული კი არ მაქვს, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე მასსა და თენგიზ ნაზღაიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

აღნიშნული პირიც ალადაშვილის კლინიკაში ტრავმებით გადაიყვანეს და მას საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გაწერენ.

როგორც ბედუკაძე განმარტავს, მასზე ძალადობა წინასწარ დაგეგმილი იყო და ის ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

„ნაცმოძრაობაზე“ მეტი მტერი პოლიტიკურ პროცესებში მე არ მყავს. ეს ადამიანი ფაქტებს ვერ ალაგებს, ვერ ასახელებს ვინ, სად, როდის მოკლეს. ეს არის თითიდან გამოწოვილი სისულელე, აბსურდი. ის ან კარგად დაარიგეს და ვერ დაიმახსოვრა, ან ასეთი მსგავსი რაღაც, წინასწარ დაგეგმილი სცენარი ჰქონდა, ეს განახორციელა, ატეხა ხმაური, ხმაურისთვის სჭირდებოდათ ეს“, - აცხადებს ბედუკაძე.

როგორც ის განმარტავს, პირს, რომელიც მას დაუპირისპირდა, არ იცნობს და დღეს პირველად ნახა.

„ქაშვეთის ეკლესიაში ვიყავი, ეს პირიც ეკლესიაში იყო, მითვალთვალებდა და უკან გამომყვა. ამ ადამიანს არ ვიცნობ, დღეს ის პირველად ვნახე. მითხრა, რომ მე ვარ მკვლელი, ვიღაც მოვკალი, ვარ მწვალებელი, მთელი „ქართული ოცნება“ არის მწვალებელი, ილანძღებოდა ბიძინა ივანიშვილის, „ოცნების“ მისამართით.

რაც შეეხება იმას, რომ ის მეც ვცემე, იქნება ნაცემი, ხელები მიხატული კი არ მაქვს. ჩემი საპასუხო რეაქცია იყო, რადგან მისგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას ველოდი, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით წინააღმდეგობა გავუწიე. გაგვაშველეს, შემდეგ ის მანქანით გაიქცა, ნომერი დავიმახსოვრე“, - განაცხადა ბედუკაძემ.

მან ახლახანს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა, სადაც დაზიანებების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია