ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე - არანაირი გაუგებრობა ან დაპირისპირება არ ყოფილა

არანაირი გაუგებრობა არ იყო, არც დაპირისპირება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადებები ხომ არ შეიძლება ჩათვლილიყო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების პირველ ეტაპად.

"არანაირი გაუგებრობა არ იყო, აბსოლუტურად, არც დაპირისპირება. ეს სამუშაო შეხვედრა იყო და ჩვენ პრინციპებზე ვთანხმდებით, თუ გვინდა რომ შინაარსობრივად ფორმა შევარჩიოთ. მთავარი არის, რომ პრეზიდენტი იყოს ინფორმირებული და ეს ამ ეტაპზე არსებული კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილია, თუ დამატებით გვინდა ფორმა შევცვალოთ და გავაძლიეროთ, აქაც დარწმუნებული ვარ პრემიერიც, მთავრობაც, პარლამენტიც მზად არის. კომუნიკაციის პრობლემა მით უმეტეს საერთო ეროვნულ ინტერესებზე არ არსებობს", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. სწორედ ამ საბჭოს მუშაობაში ჩართვის უზრუნველყოფას ითხოვს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭო პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტის ადგილი არ არის. დღეს საკითხთან დაკავშირებით სესიაშვილსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა