პარლამენტის დელეგაცია, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, მარზუკ ალი ალ გჰანიმს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფერო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

არჩილ თალაკვაძემ ქუვეითის ეროვნული ანსამბლეის თავმჯდომარეს და წევრებს საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები, ასევე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლები გააცნო.

დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა