გიგა ბოკერია - მაქსიმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ ივანიშვილი და მისი გუნდი ამ უტიფარი ნაბიჯების გამო

ხვალ ბატონი ივანიშვილის რამე ინტერვიუ თუ იქნება და ვინმე ჩაეკითხება, იქვე წამოცდება, როგორი ცუდია ხაზარაძე და როგორ დაიმსახურეს ეს ყველაფერი, როგორც ბევრჯერ მომხდარა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, თუ მამუკა ხაზარაძე რა პოზიციას დააფიქსირებს, როგორც ოპოზიციის, ისე აქტიური მოქალაქეების მოვალეობაა, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლებას დემოკრატიული გზით დაუპირისპირდეს.

მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს თუ არა, რომ უფრო მეტად საჯარო იყოს, ჩვენი, მათ შორის ოპოზიციისა და აქტიური მოქალაქეების მოვალეობა არის ის, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლებას დემოკრატიული გზით დავუპირისპირდეთ, იმის მიუხედავად, ბატონი ხაზარაძე როგორ მოიქცევა და არ უნდა მოვაქციოთ წნეხის ქვეშ. შესაძლოა, არც არაფერს სთხოვენ, უბრალოდ, მიზანმიმართულად უტევენ, რაც ბატონ ივანიშვილს ახასიათებს ხოლმე, როცა სამიზნეს ამოირჩევს. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცით, საკმარისია იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ შეშფოთებული და მაქსიმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოვაქციოთ ივანიშვილი და მისი გუნდი ამ უტიფარი ნაბიჯების გამო. დღევანდელი განცხადებები მოვისმინეთ, რომ რა შუაშია პოლიტიკა, ეს არის სამართლებრივი საკითხი. თან ამას ამბობენ, თან მათვე საჯარო კამპანია ჰქონდათ, როგორი ბოროტებაა „თიბისი ბანკი“, როგორ ცუდად იქცევიან. თვითონ გაუშვეს ეს სიგნალი საზოგადოებრივი აზრის და ამ განწყობის შესაქმნელად, მაგრამ შემდეგ, როცა რეპრესია დაიწყო, თვითონვე ამბობენ: „რატომ ურევთ აქ პოლიტიკას“?

ხვალ ბატონი ივანიშვილის რამე ინტერვიუ თუ იქნება და ვინმე თუ ჩაეკითხება, იქვე წამოცდება, როგორი ცუდია ხაზარაძე და როგორ დაიმსახურეს ეს ყველაფერი, როგორც ბევრჯერ მომხდარა. აი ასეთი უტიფარი მანერა აქვთ და ამიტომ არის ჩვენი დემოკრატიული ამოცანა, რომ ეს ვითარება შევცვალოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენი მოვალეობაა ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ დემოკრატიული გზით"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა