ზაზა გაბუნია - გასული წელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების თვალსაზრისით  ძალიან აქტიური იყო, წლევანდელი წელი უკეთესი იქნება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, გასული წელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების თვალსაზრისით იყო ძალიან აქტიური, წლევანდელი წელი იქნება უკეთესი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამის დასტურია უკვე პირველი რამდენიმე თვის უპრეცედნტოდ მაღალი დინამიკა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით შეასრულა. თუ ბიუჯეტის შესრულების ნაწილს თანხაში გადავიყვანთ ვნახავთ, რომ ყველაზე დიდი ათვისება სამინისტროს სწორედ გასულ წელს ჰქონდა - 2017 წელთან შედარებით სამინისტრომ 200 მილიონი ლარით მეტი აითვისა. ამასთან, დინამიკაში თუ შევხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სამინისტროს ათვისებული თანხის ოდენობაში მუდმივი ზრდა აქვს (2012 წელთან შედარებით, 2018 წელს 3-ჯერ მეტი თანხაა ათვისებული). ზოგადად, 2018 წელს უკვე რეკორდული რაოდენობის ბიუჯეტი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ინფრასტრუქტურა და რეგიონები რომ ხელისულების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ამას ადასტურებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი. მაგალითისათვის, 2012 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი ფაქტობრივად გასამმაგებულია, ხოლო წინა წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი და 2 მილიარდ ლარს შეადგენს (2012 წელს იყო 655 მილიონი ლარი)“, - განაცხადა გაბუნიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს