ექიმის ინფორმაციით, დეკანოზ  გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და  დადებითი დინამიკა შეინიშნება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი ამ დროისთვის ინტენსიურ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება. ამასთან, გრძელდება მონიტორინგი და კვლევები მისი მდგომარეობის შესახებ. ჩვენი მიდგომა პაციენტისადმი ადეკვატური და პროფესიონალურია. ამასთან, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტურია. უბრალოდ, მისი ჩივილი რაც იყო, ის გრძელდება - სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელ-ფეხში. პაციენტი ამ წუთისთვისაც ინტენსიურ არეალშია, ისევე როგორც დილით“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.

რაც შეეხება ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებას, რომ დეკანოზის მძიმე ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობა და მკურნალი ექიმი რეალურ ინფორმაციას მალავენ და აგრესიულად იქცევიან, მარინა გელანტია განმარტავს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხულად მიაჩნია.

„როდის დატოვებს პაციენტი კლინიკას, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როდის შევძლებთ საბოლოო დიაგნოზის დასმას და პაციენტის მდგომარეობის საბოლოო შეფასებას“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობას პაციენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდის, იმის თაობაზე რომ პაციენტი მძიმედ არის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა