​სალომე ზურაბიშვილი - ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ლევილის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტს ლევილში, დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრეივმა უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვია, ბავშვობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია ლევილში საქართველოს პრეზიდენტის რანგში სტუმრობა.

"ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევილის ისტორიული მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ სახელმწიფო სახსრებით 1922 წელს შეიძინა. საქართველოს კი, იგი 2016 წელს გადმოეცა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს