დელტამ  ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე წარადგინა

არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარმოადგენეს ეროვნული წარმოების შეიარაღება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დელტადან“ აცნობეს, ქართულ პავილიონზე წარმოდგენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგინა ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული, ასევე, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიული შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა სატევარი-2 და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.

აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას ღებულობს თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია, ისტორიაში პირველად, MENA-ს რეგიონის უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოც.

გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც სახმელეთო და საავიაციო შეიარაღების სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეირაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, ისე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულის და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

„IDEX-2019-ზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, - ნათქვამია „დელტას“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო