სერგო მეთოფიშვილი - პროკურატურას მოვუწოდებ, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე სასწრაფოდ დაიწყოს რეაგირება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს ალეკო ელისაშვილის მიერ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადება.

სერგო მეთოფიშვილის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გრძელდება „თავხედი და ზღვარგადასული თვითნებობა სასამართლოს სისტემის და მოსამართლეების მიმართ“ და ვითარება სულ უფრო საგანგაშო ხდება.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და უცხოელ პარტნიორებს. ბატონებო და ქალბატონებო! კიდევ ერთხელ გეკითხებით - რას ელოდებით? რატომ არ იღებთ ხმას? რაც შეეხება ელისაშვილის ამ უღირს განცხადებას, ამჯერად მოვუწოდებ პროკურატურას - სასწრაფოდ დაიწყოს რეაგირება და დაადგინოს ელისაშვილის ეს განცხადება იაფფასიანი ტყუილია, თუ ნამდვილად არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით გაჩერებული ჰყავს ელისაშვილს, თუმცა მალე, როგორც თვითონ ამბობს მათ აუშვებს.

შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც ჰიტლერმა პირველად დაიწყო თავისი აზრების და იდეების საჯაროდ გახმოვანება, მაშინაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არასერიოზულად აღიქვამდა მას, როგორც უბრალო ჯამბაზს. თუმცა, შემდგომში გავიდა წლები და ყველამ კარგად დაინახა რა საშინელი უბედურება მოუტანა ამ კლოუნმა გერმანიას და მთელ მსოფლიოს“, - წერს სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემას ღირსეული მოსამართლეები უნდა იკავებდნენ.

„აქციები კი არა, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მეხვეწება, რომ დავიჭიროთ ლევან მურუსიძე და ნაგვის ყუთში ჩავაგდოთ თავითო. მეხვეწებიან წამოდით, დავხვდეთ და ჩავაყუდოთ თავით ნაგვის ყუთში, როგორც უკრაინაში აყუდებდენენო. მათ ვაჩერებ და ვეუბნები, რომ იქნებ პარლამენტში აღმოაჩნდეთ ნასმუსი, გაჩერდეს უვადოდ დანიშვნა და ა.შ. ხალხი „ფეისბუქში“ მწერს, ქუჩაში მაჩერებენ და მეხვეწებიან ნაგვის ყუთში ჩავაგდოთ ეს მურუსიძე და ა.შ. მაგათი ადგილი არის იქ... ივანიშვილი იქამდე ნუ მიიყვანს საქმეს კობახიძიან, მურუსიძიან, ოხანაშვილიან, მათიკაშვილიან ნაგვის ყუთში ვუკრათ თავი, თავის შარვალ-„კოსტუმებიანად“... ხალხი მეხვეწება ნაგვის ყუთში ჩავაყუდოდ ეს მურუსიძეები და ჩინჩალაძეები. არავის ვემუქრები, მაგრამ თვითონ მიჰყავთ საქმე იქამდე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა