საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ მამალაძის შეწყალების აქტის გამოცემისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ მამალაძის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც მიმართვაში დეკანოზის უფლებადამცველები აღნიშნავენ, საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს და მისი საავადმყოფოდან საპყრობილეში დაბრუნება დეკანოზის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.

„თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.

მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს", -ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

აღნიშნული ჯგუფი გუშინ შეიქმნა, რომელშიც ადვოკატები და დეკანოზის მეგობრები შედიან.

ადვოკატები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ, რათა არსებული ინფორმაცია მას მიაწოდონ და სწორედ ის იყოს შეწყალების ინიციატორი.

იხილეთ ვიდეო: მსჯავრდებული დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა