მიხეილ ხიდურელი - საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე ბანკების მხრიდან ინტერესი გამოხატულია და შეთანხმება მიღწეულია თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბანკთან

ინტერესი გამოხატულია ბანკების მხრიდან, შეთანხმება მიღწეულია თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბანკთან. სქემა პირველი აპრილიდან უკვე ოფიციალურად ამოქმედდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართელოში“-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი მიზანი იქნება დაეხმაროს მეწარმეებს, რომლებსაც უჭირთ პირადი უზრუნველყოფით სესხის აღება. სახელმწიფო დაეხმარება მათ სესხის უზრუნველყოფაში, რათა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, 1-ელი აპრილიდან, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. სქემის ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა