დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში წარმოდგენილ ნიმუშებს იხილავს

დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში წარმოდგენილ ნიმუშებს მალე იხილავს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, სილიკონ ველი თბილისის სპეციალისტებმა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, დმანისის მუზეუმში არსებული არტეფაქტების 3D მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, არტეფაქტების პირვანდელი მდებარეობების შესაბამისად, ერთიანი ვიზუალიზაცია უპრეცედენტოა საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

დმანისის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება შექმნილი აპლიკაციის გამოყენებით, იხილოს მისთვის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია, აგრეთვე, გაეცნოს ექსპონატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ციფრული გიდის გამოყენებით.

პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე, გაციფრულების პროცესი პირველი ევროპელების - ზეზვას და მზიას ნიმუშების მიხედვით მოხდება.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა 20 თებერვალს 16:00 საათიდან გაიხსნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა