ლადო პაპავა - თუ რამე ხდება „თიბისი ბანკში“, პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, რომელმაც თავი ვერ მოაბა ფუნქციების გამიჯვნას, რა არის ბანკის პროფილური საქმიანობა და რა არა

თუ რამე ხდება „თიბისი ბანკში“, პასუხისმგებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც თავი ვერ მოაბა ფუნქციების გამიჯვნას, რა არის ბანკის პროფილური საქმიანობა და რა არა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ განაცხადა.

პაპავა გამორიცხავს, რომ რამე უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება მოხდეს „თიბისი ბანკზე“, როგორც საბანკო ინსტიტუციაზე. პაპავას თქმით, თავიდანვე იყო დაშვებული შეცდომა ეროვნული ბანკის მხრიდან, როდესაც ანაკლიის პორტის დეველოპერი „თიბისი ბანკი“ გახდა.

„თავიდანვე არის საქართველოს ეროვნული ბანკისგან შეცდომა დაშვებული, მაგრამ ახლა ხელოვნურად მოხდეს ბანკის განრიდება, შეუძლებელია. შესაბამისი რეგულაციები უნდა მიეღო ეროვნულ ბანკს, ამაზე რამდენი წელია გაუთავებელი საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ შესაბამისი რეგულაციები არ არის. შეიძლება ბანკს ჰქონდეს უნივერსიტეტი, ბანკს ჰქონდეს სადაზღვევო კომპანია, თუნდაც სამშენებლო ბიზნესი?! ეს ხომ ყველაფერი გაუგებარია? ეს არ არის სწორი. მე ასე ვიტყოდი, თუ რამე ხდება „თიბისი ბანკში“ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია ბოლომდე არ გვაქვს, პასუხისმგებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც თავი ვერ მოაბა ფუნქციების გამიჯვნას, რა არის ბანკის პროფილური საქმე და რა არა. ეს არ ეხება მარტო „თიბისი ბანკს“, ეს ეხება მთელ საბანკო სისტემას. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ჩვენს მოსახლეობას, რიგით ადამიანებს ვუთხრა, ნამდვილად გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაც უარყოფითი ზემოქმედება მოხდეს „თიბისი ბანკზე“, როგორც საბანკო ინსტიტუციაზე. ეს რომ ასე მოხდეს, ძალიან ცუდად დამთავრდება მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სახელმწიფოსთვის, ამიტომ ეროვნული ბანკის განცხადებაშიც იყო და ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. რა თქმა უნდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „თიბისი ბანკს“, ისევე, როგორც სხვა ბანკებს, რამე საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა და პაპავამ.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს