ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილზე - მე დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო

მე დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ასევე შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თქვენ სრულად ქართველი და სრულად ფრანგი ბრძანდებით, როგორც ეს თქვენს წიგნში განმარტეთ. მადლობელი ვართ საქართველოსი, რომ დაგვიბრუნდით, რათა ჩვენი კავშირების ახალი გვერდი დაიწეროს. 14 თუ 15 წლის წინ ამ შენობაში ჩვენმა წინამორბედებმა გადაწყვიტეს, რომ თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდით. მე მივესალმები თქვენს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. წინასაარჩევნო კამპანია არ იყო შეფერხებების გარეშე, თუმცა ბოლომდე მიიყვანეთ ის თქვენი მტკიცე განწყობით. თქვენ იცავდით იმას, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენი ქვეყნისთვის, რაც შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ამ კამპანიის მსვლელობისას ევროპის ფერები თან გახლდათ. მე დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ასევე შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო“, - განაცხადა მაკრონმა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი