ემანუელ მაკრონი - იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობას გიხდით, რომ ორმხრივი სახელმწიფო ვიზიტების ფარგლებში პირველ ქვეყანად საფრანგეთი აირჩიეთ. იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს. შეხვედრისას ქალბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის სასარგებლოდ ჩართულობის პოლიტიკა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ინიციატივის წარმატებას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია კავკასიის რეგიონში, შავ ზღვაში, რეგიონალური გამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმიწვია და მოხარული ვიქნები გეწვიოთ. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ აქ საფრანგეთში მხოლოდ მეგობრები გყავთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა