ნათია მიქელაძე - როცა პროექტზე ვმუშაობდით, ვერ მოვიფიქრეთ მექანიზმი თუ როგორ შეიძლებოდა პრეზიდენტი ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერის სათათბირო ორგანოში

სიმართლე გითხრათ, თავის დროზე როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, ვერ მოვიფიქრეთ მექანიზმი თუ როგორ შეიძლებოდა პრეზიდენტი ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც მუდმივმოქმედი წევრი, პრემიერის სათათბირო ორგანოში, - ამის შესახებ დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავების პროცესში საუბარი იყო სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების შეყვანაზეც, თუმცა ეს ვერსია უარყოფილი იყო.

,,ჩვენ კომისიის ფარგლებშიც ვიმსჯელეთ, ეს მსჯელობა შეეხო არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის როლსაც. თუმცა მას შემდეგ რაც ძირეულად გავეცანით იმ საკანონმდებლო სივრცეს რაც გვაქვს ქვეყანაში და მათ შორის ახალ კონსტიტუციურ მოდელს, კომისიის ფარგლებშივე უარი ვთქვით პრეზიდენტის ან პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე წევრის პრემიერის სათათბირო ორგანოში წარმოდგენაზე. გარკვეულწილად, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს წარმოშობს გარკვეულ უთანხმოებას და შესაბამისად, ძირშივე იყო ეს მიდგომა უარყოფილი“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებულია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასევე გაგრძელდება. პრეზიდენტისთვის ნებისმიერი ინფორმაცია უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის ფარგლებში ხელმისაწვდომი ექნება თუ ამის სურვილი ექნა თავად პრეზიდენტს. კანონში იქნება ჩანაწერი გაკეთებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება საბჭოს სხდომაზე სხვა პირების მოწვევაც, მათ შორის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის თუ შესაბამისი წევრების. ამ საკითხს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე“, -განაცხადა მიქელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა