სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერებაა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს უწყობს საფრანგეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების და კულტურის სფეროებში.

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა საქართველოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყანაა, რომლის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია; ქვეყანა რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციის კუთხით ლიდერია რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის ფარგლებში.

სალომე ზურაბიშვილმა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს, რომელიც გამუდმებით ცდილობს ევროკავშირში ერთობის, კეთილდღეობისა და სოლიდარობის შენარჩუნებას, რაც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუქცევადი პროგრესის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, ქვეყანა კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე ჩვენი ქვეყნის და რეგიონის შემდგომ განვითარებას.

მადლიერებით აღინიშნა, რომ საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს