საქართველოში 20 თებერვლიდან ქარი ჩადგება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 თებერვლიდან ქარი ჩადგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 19 თებერვალს, დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი.

20 თებერვალს, ღამის და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.

20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს.

21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს