თავდაცვის სამინისტროს „Capstone“-ის დელეგაცია ეწვია

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით „Capstone“-ის დელეგაცია იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიიღო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „Capstone“-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრა გამართეს.

„Capstone“-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.

ამერიკული დელეგაცია საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა