საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ და პრაქტიკულ სწავლებებში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „ალგეთში“ ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე ქვეითი ბატალიონი გადის, რომელშიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. დღეს მათ სწავლების ფარგლებში გამართულ ჩხრეკა-კორდონის ოპერაციაში ავღანეთის ადგილობრივი მოსახლეობა განასახიერეს.

„დრამის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორები - გიორგი სიხარულიძე და იოსებ ნემსაძე საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრნენ.

43-ე ქვეითი ბატალიონი საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ შუალედურ შეფასებას გადის. სწავლებას სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების მომზადების ცენტრი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ხელმძღვანელობს. საველე წვრთნები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, კონტაქტზე რეაგირებასა და სხვა სამშვიდობო ამოცანას მოიცავს. ბატალიონის სწავლება საქართველოში 22 თებერვალს დასრულდება. საქართველოში შეფასების შემდეგ, გადასროლისწინა სწავლების ფარგლებში, სამხედროები დასკვნით სწავლებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ კი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს