40-დღიანი იზოლაციის შემდეგ, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გახსნეს

40-დღიანი იზოლაციის შემდეგ, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს. ოკუპირებული ახალგორის დატოვება უკვე შეძლო იძულებით იზოლაციაში მყოფმა ხუთმა ადამიანმა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი სამი დღის განმავლობაში იქნება გახსნილი ცალმხრივად და ოკუპირებულ ახალგორში მყოფ 200-მდე ადამიანს აღნიშნული ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემა.

„რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა ე.წ. გამშვები პუნქტი. ფაქტობრივად, ტყვეობაში მყოფმა ხუთმა პირმა შეძლო ახალგორის დატოვება. მოძრაობა ცალმხრივადაა აღდგენილი და ისიც დროებით - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახალგორში შესვლა კვლავ შეზღუდულია, ოკუპირებულ დაბას იქ მყოფი მოქალაქეების განსაზღვრული რაოდენობა დატოვებს ფეხით (ტრანსპორტის გარეშე). როგორც ვიცით, ბოლო დღეების განმავლობაში, ე.წ. გამგებლის წარმომადგენლები, ასე ვთქვათ - საბჭოს თავმჯდომარეები ადგენდნენ სიებს იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება სურდა. ამ სიაში არიან ბავშვებიც, მოხუცებიც, არის რამდენიმე ავადმყოფიც და სხვა მოქალაქეებიც", - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: 40-დღიანი იზოლაციის შემდეგ, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გახსნეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა