ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბესელიას განცხადებით, მას ამ დრომდე არ მიუღია იურიდიული კომიტეტის დასკვნა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ კომიტეტის დასკვნას მას ანრი ოხანაშვილი ამ დრომდე არ უგზავნის, არის საკანონმდებლო პროცესის ხელოვნური შეფერხება.

"იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს. ჩვენს კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნა მოვითხოვე და ამ დრომდე არაა გაგზავნილი კომიტეტის დასკვნა და მასალები. ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჩქარებული წესით იხილება ჩვენი კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე. დაჩქარებული განხილვა ნიშნავს ერთ კვირაში 3 მოსმენით განხილვას. იურიდიულმა კომიტეტმა ორშაბათს (18 თებერვალს) ღამე უყარა კენჭი პროექტს. დასკვნა და კანონპროექტი ამ დრომდე არ აქვს გაგზავნილი კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს. ეს არის საკანონმდებლო პროცესის ხელოვნური შეფერხება და ბიუროს მიერ განსაზღვრული ვადების დარღვევა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა