ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიაზე - თუ იურისტი სვამს კითხვას, უნდა მიუთითოს რეგლამენტის რომელი მუხლი დაირღვა - ამას ვერ მიუთითებს, შესაბამისად უხერხულია ასე საუბარი

ვინც კოლეგებთან ასე საუბრობს მათ ვურჩევ, რომ არ წაადგება ეს კოლეგიალურ მუშაობას, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და თანაგუნდელის, ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს.

„ეს არ არის კოლეგიალური დამოკიდებულება. არ მაქვს სურვილი ასეთ პაექრობაში შევიდე. მე შემიძლია ვთქვა, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა. ვმოქმედებთ რეგლამენტის შესაბამისად. ჩვენ ვართ იურისტები და თუ იურისტი სვამს ასე კითხვას, სულ მინიმუმ მუხლი მაინც უნდა მიუთითოს რეგლამენტის, თუ რომელი დაირღვა. ამას ვერ მიუთითებს, შესაბამისად უხერხულია ასე საუბარი.

ბიუროს წარედგინება დასკვნა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეადგინა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არღვევს რეგლამენტს და ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბესელიას განცხადებით, მას ამ დრომდე არ მიუღია იურიდიული კომიტეტის დასკვნა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა