პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესება 1-ელი ივლისიდან დაიწყება

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

„მინდა ვისაუბრო ზონალურ, საათობრივ პარკირებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ზოგადად, პარკირების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ზონალური საათობრივი პარკირება არის ევროპის ყველა განვითარებულ და განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელი და ის მიიჩნევა ერთ-ერთ ქმედით საშუალებად სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. ამ დღეებში საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადავუგზავნით თბილისში ზონალური, საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება რამდენიმე ქუჩაზე.

ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და ასევე მიმდებარე ქუჩები, ამავე დროს მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც. საბურთალოზეც ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ საპილოტე პროექტის რეჟიმში დაინერგოს განხორციელება“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ზონალური პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა