დავით ჭიჭინაძე – ალბათ, ირაკლი კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება

ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭიჭინაძის შეფასებით, მას არ აქვს იმედი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით პირდაპირ უარი ეთქვა ჩვენს ინიციატივას. არ მგონია დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ამის შემდეგ. დარჩა მხოლოდ ტექნიკურად გასაფორმებელი რომ ისინი მხარს არ უჭერენ. ალბათ, ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა ეს გადაწყვეტილება და ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი