ქეთევან ციხელაშვილი - კონფლიქტური რეგიონების განცხადებებს ჩვენ არ განვიხილავთ ლეგიტიმურ და სამართლებრივ ჭრილში

ცხინვალსა და სოხუმს გარკვეული ურთიერთობები აქვთ სხვა კონფლიქტურ რეგიონებთან და ეს არალეგალური და არასამართლებრივი ფორმაა, ამიტომ რა განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს და რა ფორმითაც არ უნდა კეთდებოდეს, ბუნებრივია, ამას ჩვენ ვერ განვიხილავთ რაიმე ლეგიტიმურ, ან პოლიტიკურ, ან სამართლებრივ ჭრილში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე სომხური ჯვრის დადგმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"როცა ვსაუბრობდი, რომ არის გარკვეული მცდელობები, იგივე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემოტანისა შიდა ურთიერთობებში და გარკვეულწილად ამ საკითხით მანიპულირების, მათ შორის ვგულისხმობდი სწორედ ასეთ ამბავსაც. ეს არც ისე ახალი ამბავია, რადგან ვიცით, რომ ცხინვალსა და სოხუმს გარკვეული ურთიერთობები აქვთ ასევე სხვა კონფლიქტურ რეგიონებთან და ეს არალეგალური და არასამართლებრივი ფორმაა, ამიტომ რა განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს და რა ფორმითაც არ უნდა კეთდებოდეს, ბუნებრივია, ამას ჩვენ ვერ განვიხილავთ რაიმე ლეგიტიმურ, ან პოლიტიკურ, ან სამართლებრივ ჭრილში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ თემის შემოტანა ნებისმიერი ფორმით არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც მომავალში არა მხოლოდ ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, არამედ რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულება გვინდა, შეგვიძლია და გვაქვს ამის სრული მზაობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობლებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არის საგარეო პოლიტიკა და სხვა რამეა საშინაო ურთიერთობები და შიდა ეთნოსებს შორის ურთიერთობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე დადგამენ სომხურ ჯვარს, რომელიც სომეხი და ოსი ხალხის სიმბოლო იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ